სომხეთის კულტურის მინისტრი გიორგი საგანელიძეს შეხვდა

სომხეთის კულტურის მინისტრი ლილით მაკუნცი სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი საგანელიძეს შეხვდა.

“სომხეთთან ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის მყარი და აქტიური იყო, მათ შორის კულტურის სფეროშიც. შარშან ერევანში სომხეთის კულტურის სამინისტროსთან ერთობლივი საკონცერტო პროგრამა განვახორციელეთ. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა გიორგი საგანელიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების სომხეთში გამოფენების, ასევე მარტიროს სარიანისა და საბჭოთა პერიოდის ქართველი მხატვრის დავით კაკბაძის ნამუშევრების საერთო გამოფენის მოწყობის საკითხები ერევანსა და თბილისში.

ელჩმა სომეხეთის  კულტურის  მინისტრს ორი ქვეყნის სიმფონური ორკესტრების ერთობლივი კონცერტების გამართვა შესთავაზა. ლილით მაკუნცმა აღნიშნა, რომ სომხეთი ღიაა თანამშრომლობისთვის და დაინტერესებულია კულტურის სფეროში აქტიური პარტნიორობით.

Leave a Reply