ხიდი, რომელზედაც სიარული საშიშია

ხის ხიდი, რომელიც ახალქალაქის ყოფილ სამხედრო დასახლებას და „ჯივანიის“ უბანს ქალაქთან აკავშირებს, გაცვეთილია და შეკეთებას საჭიროებს.

ხიდის ხის დაფები გატეხილი და დახვრეტილია, რაც ხიდზე უსაფრთხო გადაადგილებას ართულებს. ხიდი მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი. უკანასკნელად ის ხუთი წლის წინ შეკეთდა. განსაკუთრებით რთული სასიარულოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და საბავშვო ეტლებით მოსეირნე დედებისთვის.

სანიტარული თვალსაზრისით, ხიდის მდგომარეობა არასახარბიელოა. წვიმიან ამინდში მასზე გადასვლა გუბეების გამო თითქმის შეუძლებელია. ქალაქის მხრიდან ჩამომდინარე წყალიც ამ ხიდთან გროვდება. გასარემონტებელია ასევე ხიდის ქვის კიბეები.

ყოველდღიურად ხიდზე დადის ათეულობით ადამიანი.

ზამთრის შემდეგ ხიდი ასეთ მდგომარეობაშია. Jnews.ge-მ გადაწყიტა გაერკვია, აპირებენ თუ არა წელს ხიდის გარემონტებას. ახალქალაქის რეგიონალური საკრებულოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის, არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ალბერტ ნაჰატაკიანმა განაცხადა, რომ წელს ხიდის გარემონტება გეგმაში არ არის.

ქალაქის უფლებამოსილ პირებთან საუბარში jnews.ge-ს უთხრეს, რომ მოსახლეობამ რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარეს განაცხადით უნდა მიმართოს, რის შედეგადადაც გადაწყდება, შეკეთდება ხიდი თუ არა.

Leave a Reply