ხმის მიცემის პირველი 4 საათის დაფიქსირებული დარღვევები

ხმის მიცემის პირველი 4 საათის განმავლობაში ამომრჩეველთა სარეგისტრაციო  მოწყობილობების  შეფერხების 98 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინიციატივა  „მოქალაქე დამკვირვებლის“ პრეს – კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა  12:00 საათისთვის დაფიქსირებული დარღვევები. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: ხმის მიცემის მოსამზადებელი ეტაპის, ხმის მიცემის პროცესისა და საერთო ხასიათის 681 დარღვევა, რომელიც ჯერ შემოწმების ფაზაშია.

ინიციატივა  „მოქალაქე დამკვირვებლის“  3112 დამოუიკიდებელი დამკვირვებელი 1521 საარჩევნო უბანზე დილიდან ასრულებს სადამკვირვებლო მისიას. გარდა ამისა 38 მობილური ჯგუფი ასევე ასრულებს სადამკვირვებლო მისიას 38 საარჩევნო ოლქში.

 დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

სარეგისტრაციო  მოწყობილობის შეფერხება – 98 შემთხვევა.

ხმის ღიად მიცემა  – 77 შემთხვევა

ამომრჩევლის მხრიდან ხმის მიცემის კონფიდენციალურობის დარღვევა – 38 შემთხვევა

კონტროლი ხმის მიცემაზე სხვა პირის მხრიდან  – 38 შემთხვევა

 ამომრჩეველთა გაძღოლა და მიმართულების მიცემა – 50 შემთხვევა

 ხალხისა და მანქანების შეგროვება? – 45 შემთხვევა

ამომრჩველის დახმარების წესის დარღვევა  – 40 შემთხვევა

 გარეშე პირის დასწრება საარჩევნო უბანზე – 34 შემთხვევა

 საარჩევნო ბიულეტენის გატანა/შემოტანა  – 27 შემთხვევა

კენჭისყრით გათვალისწინებული ცვლილების დარღვევა  – 21 შემთხვევა

პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და სარეგისტრაციო მოწყობილობაში არსებულ მონაცემთა შუსაბამობა – 20 შემთხვევა

 სარეგისტრაციო მოწყობილობის ბაზაში ამომრჩევლის სახელის არარსებობა – 19 შემთხვევა

დამკვირვებელის უფლებათა დარღვევა – 18 შემთხვევა

 საარჩევნო უბანი დროზე გვიან გახსნა – 11 შემთხვევა

აგიტაცია საარჩევნო უბანზე – 10 შემთხვევა

სხვა პირის ხელმოწერა ამომრჩევლსი სახელის წინ – 9 შმთხვევა

არჩევანის უფლების დარღვევა  – 7 შემთხვევა

განმეორებითი ხმის მიცემის მცდელობა – 6 შემთხვევა

ზეწოლა და ძალადობა – 3 შემთხვევა

სხვა დარღვევები – 92 შემთხვევა

საარჩევნო უბანზე, ინიციატივა „მოქალაქე დამკვირვებლის“ წევრების მიერ,  ჟურნალში დარეგისტრირდა: მომზადების, ხმის მიცემის პროცესისა და საერთო ხასიათის დარღვევების 247 საჩივარი.

წარმოგიდგენთ დარღვევების რუკას

სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ევოკავშირის დაფინანასებითა და დემოკრატიის ეროვნული ფონდისა და თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანადაფინანსებით განხორცილებეულ „2017 წლის საპარლამანეტო არჩევნების საჯარო კონტროლი“ პროექტის ფარგლებში.

Leave a Reply