ლავროვი: შეხების ხაზზე ეუთოს დამკვირვებლების რაოდენობა გაიზრდება

მოსკოვს მთიან ყარაბაღში ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების შესახებ შეთანხმების უახლოეს მომავალში განხორციელების იმედი აქვს. ახმის შესახებ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანჯელო ალფონისთან პრეს კონფერენციის დროს განაცხადა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ საუბარია შეხების ხაზზე ეუთოს დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდაზე და არა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ოფისის გაფართოებაზე.

მან აღნიშნა, რომ უფრო ადრე ნდობის გაძლიერების მიზნით მიღწეულ იქნა შეხების ხაზზე ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის შეთანხმება.

“ჩემი აზრით, ახლა მხარეები ახლოს არიან ამ შეთანხმების განხორციელებასთან და ჩვენ იმედი გვაქვს , რომ ეუთო შეძლებს ოპერატიულად აამოქმედოს ეს შეთანხმება”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნ, რომ აზრები მოისმინა, რომლის თანახმად, შეხების ხაზზე ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის ზრდა კონფლიქტის დარეგულირების შეფერხების მიზეზი გახდება და შეუძლებელს გახდის კოფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირებას.

Leave a Reply