მამედიაროვი: “ყარაბაღის მოლაპარაკებები ამოქმედდება არჩევნების შემდეგ”

“ყარაბაღის მოლაპარაკებები ამოქმედდება არჩევნების შემდეგ”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მხარეებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ დისკუსიები უფრო ინტენსიურად აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ორივე ქვეყანაში ახალი ხელისუფლება იქნება, ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს “, – განუცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააგენტო APA-ს.

Leave a Reply