მარნეულში, სოფელ საიმერლოში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარებს.  მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება მოიცავს როგორც საბავშვო ჯგუფებისთვის განკუთვნილ ფართს, ისე სპორტულ და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ დარბაზებს.

ასევე, საბავშვო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Leave a Reply