წერეთელში ფაროსანა მოსავალს ანადგურებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფაროსანა გაჩნდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის გერონტი სივსივაძის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი შეტყობინება სოფელ წერეთლიდან მიიღეს.

სადამკვირვებლო ჯგუფმა დადგინა, რომ ფაროსანა აზიური არაა, თუმცა მოსავალს ანადგურებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. მარნეულში ფაროსანა არაერთ ადგილას დაფიქსირდა, სივსივაძის თქმით, ახლა მათ გამოსვლას კლიმატური პირობები ხელს ძალიან უწყობს.

მოსახლეობას ფაროსანაზე საბრძოლველად უფასო შესაწამვლი მასალით სახელმწიფო ვერ დაეხმარება გამომდინარე იქედან , რომ კარანტინად მხოლოდ აზიური ფაროსანაა გამოცხადებული, ხოლო სხვა სახეობის ფაროსანებს მასშტაბურად ზარალი მოსახლეობისთვის ჯერ არ დაფიქსირდა. გერონტი სივსივაძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციის გაწევა და მონიტორინგის ჩატარება შეუძლიათ.

აზიური ფაროსანების ყველაზე მეტი რაოდენობა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა, რამაც მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენაა. წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 50 მილიონამდე ლარი გამოიყო.

წყარო: რადიო მარნეული

Leave a Reply