საგარეო საქმეთა სამინისტრო – ბელარუსის პრეზიდენტი სომხეთში სასურველი სტუმარია

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სომხეთში ყოველთვის სასურველი სტუმარია. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანნა ნაღდიალიანმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ბელარუსის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვიოს, ნაღდალიანმა უპასუხა: “ამ საკითხზე დიპლომატიური არხებით ვიმუშავებთ. კონკრეტულ ვადებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით”.