ნიკოლ ფაშინიანმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების დელეგაციას ვერონიკ როჟე-ლაკანის ხელმძღვანელობით უმასპინძლა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.

პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის მთავრობასა და ეუთოსა და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა.

ფაშინიანმა სომხეთში არსებულ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. იგი ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში მოლაპარაკებების მნიშვნელობას, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებს და რუსეთთან, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას.

Leave a Reply