ნიკოლ ფაშინიანს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონი საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ ვენაში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. მხარეებმა 4 აპრილს მოსკოვში დაგეგმილი სომხეთ-რუსეთის მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის რეგულარული სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეხვედრის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანია სომხეთ-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისათვის წინაპირობის შექმნა