ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი ვაკის პარკში (ფოტო)

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავზე ვაკის პარკი სამ ნაწილად დაიყო. მოქალაქეების ერთი ჯგუფი, გზავნილით „არა პუტინის მარშს“, ვაკის პარკისკენ ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრა და ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მიმდებარედ განლაგდა. აქციის მონაწილეები შეძახილებით, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოებითა და საყვირებით აპროტესტებდნენ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.