სომხეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხი პრობლემად რჩება

არმენ სარგსიანის პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩევით კიდევ ერთხელ დაირღვა სომხეთის კონსტიტუცია, რადგან საზოგადოებას არ მიუღია გარანტიები ახლად არჩეული პრეზიდენტის მოქალაქეობაზე, და არც პირდაპირი წესით აურჩევიათ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს საქმე მათ მხოლოდ პარლამენტს მიანდეს.

“ჩვენ ისევ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს ადამიანი, რომლის ლიგიტიმურობის შესახებ არსებობსა უამრავი კითხვა” , – აცხადებს ლინგვისტი ნარინე დიბლარიანი.

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გურგენ იეხიაზარიანის  აზრით, არმენ სარგსიანი სომხეთის რესპუბლიკის  პრეზიდენტის ყველაზე წარმატებული კანდიდანტია, მისი პროფესიული გამოცდილებიდან, ინტელექტიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე.

დისკუსიაზე ასევე აღინიშნა, რომ კარგმა დიპლომატმა არმენ სარგსიანმა თავის დროზე დიდ ბრიტანეთში სომხეთის ინტერესები სათანადოდ ვერ უზრუნველყო.

ინფორმაციის წყარო  a1plus.am

Leave a Reply