ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

“დაახლოებით, 07:55 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგე მხარის ერთი თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, შუშან სტეპანიანი ფეისბუკზე.

“მოწინააღმდეგის ცალკეულ  ნაწილებში სომხური ჯარების თავდაცვის  გარღვევის მცდელობები  ჩაიშალა”, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.