ყარაბაღში დაჭრილი ჯარისკაცის ერევანში გადაყვანა ვერ ხერხდება

21 ნოემბერს, მთიან ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაშავებული 19 წლის ნარეკ ჰოვეიანი ამ დრომდე სტეფანაკერტის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ნარეკ ჰოვეიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას ოპერაცია გაუკეთეს. ცუდი ამინდის გამო, ჯარისკაცის ერევანში გადაყვანა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

21 ნოემბერს, მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთით განთავსებული ბაზებიდან ერთ-ერთის ტერიტორიაზე სამი ჯარისკაცი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა, ნარეკ ჰოვეიანი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იბრძვის გადარჩენისთვის.

Leave a Reply