ყარყატის ბარტყს შველა სჭირდება!!!

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერზრუმის ქუჩაზე მცხოვრებნი უკვე კვირაზე მეტია ყარყატის ბარტყს უვლიან. ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვერ ფრინავს და დახმარებას საჭიროებს.

ქუჩის მოსახელობა ბატრყის ბუდეში დასაბრუნებელ ხერხს ეძებს, თუმცა ვერ პოულობს.

„ჩვენ თბილისში საგანგებო სამსახურს დავუკავშირდით, მაგრამ გვიპასუხეს, რომ მათ სპეციალური ტექნიკა არ გააჩნიათ და ფრინველების გადარჩენა მათ არ ეხებათ“ – ამბობს ერზრუმის ქუჩაზე მცხოვრები სერგეი ღარსლიანი.

მოსახლეობას იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გამოჩნდებიან და ფრინველს ბუდეში დააბრუნებენ.

nor.ge

Leave a Reply