სომხეთი დღეს პირველი რესპუბლიკის 102 წლის იუბილეს აღნიშნავს

დღეს სომხეთი პირველი რესპუბლიკის 102 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასი წლის წინ, 1918 წლის 28 მაისს დაიბადა სომხეთის პირველი რესპუბლიკა.

პირველი რესპუბლიკა სომხეთისათვის რთულ პერიოდში დაარსდა და მხოლოდ 2 წლის განმავლობაში იარსება, 1920 წლის 2 დეკემბრამდე, რის შემდეგ, სომხეთი გახდა საბჭოთა კავშირის ნაწილი.

1918 წლის 28 მაისს, თბილისში, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის დაშლის შემდეგ, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა.

ჰოვჰანნეს ქაჯაზუნი გახდა დამოუკიდებელი სომხეთის პირველი პრემიერ-მინისტრი. სომხეთის დროშა იყო სამფეროვანი: წითელი, ლურჯი და ფორთოხლისფერი. 1919 წლის 28 მაისის დამოუკიდებლობის დღეს, მთავრობამ, რომელსაც ალექსანდრე ხატისიანი ხელმძღვანელობდა, გამოაცხადა სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და ერთიანი რესპუბლიკა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, კავკასიას თავი რომ დაეცვა რუსეთის და თურქეთის აგრესიისგან, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მაგრამ განსხვავებული ორიენტაციის გამო (საქართველო ემხრობოდა გერმანიას, სომხეთი ინგლისს, ხოლო აზერბაიჯანი თურქეთს) ამიერკავკასია დაიშალა და 1918 წლის 28 მაისს სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.