ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი სომხეთში შექნილ ახალ რეალობას უნდა შეეგუოს

„დღეს ახალი სიტუაციაა ქვეყანაში. ყველა, მათ შორის რუსი პარტნიორები, უნდა შეეგუონ ამას. ყველაფერი ნორმალურადაა“, ასე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცადებას.

1-ელ აგვისტოს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს. „რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე, დაინტერესებულია სომხეთში სტაბილურობის შენარჩუნებით. ის, რაც ახლა იქ ხდება შეშფოთებას იწვევს, მათ შორის დსთ-ის იმ ორგანიზაციების მუშაობის კუთხით, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს“, – აღნიშნა ლავროვმა.

Leave a Reply