სომხეთის პრეზიდენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის 25-ე გალა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის 25-ე გალა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ცერემონიას ცნობილი სახელმწიფო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები, ელჩები, ბიზნესმენები, ამერიკის სომხური საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

ინსტიტუტი დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს, სადაც ტრადიციულად აჯილდოვებენ იმათ, ვინც გამოირჩევიან ბრწყინვალე ხელმძღვანელობით, ინოვაციებით და იმპულსური ქმედებებით. გასულ წელს ჯილდო გადასცეს აშშ-ს 41-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, გერმანიის ყოფილ კანცლერს ჰელმუტ ქოლს, ჩეხეთის და ფინლანდიის ყოფილ პრეზიდენტებს და სხვებს.

ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, ამერიკელი დიპლომატი ჯონ ედვინ მროზის სახელობის მსოფლიოს სამოქალაქო მოღვაწეს პრემია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს გადასცეს.