“სამსახურის პოვნის ისტორია”: ზარუჰი ავეტისიანი

წარმოგიდგენთ „ალიქ მედიის“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს სახელწოდებით “სამსახურის ძიების ჩემი წარმატებული/წარუმატებელი ამბავი”. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ზარუჰი ავეტისიანის მიერ წარმოდგენილ ესეს.

მოგესალმებით, მე ვარ ზარუჰი ავეტისიანი, დაბადებული 2004 წელს, ვცხოვრობ ახალქალაქის რაიონის სოფელ აბულში. 2010-2022 წლებში აბულის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი.

ბავშვობიდან ბევრი მიზანი მქონდა ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, მათგან უმთავრესი და უპირეტესი იყო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, თუმცა გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი, თუ სად უნდა მესწავლა  ერევანში თუ თბილისში.

2022 წელს ჩავაბერე ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩავერიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგ ვცადე დიასპორის გამოცდებში მონაწილეობა, ჩავერიცხე ხ.აბოვიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობაზე  სრული დაფინანსების სწავლების სისტემით.

თბილისში ქართული ენის ფილოლოგიის, ერევანში კი სომხური ლიტერატურის შესწავლას ვაპირებდი, მაგრამ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ეს ავირჩიე.

სამომავლო ბევრი მიზანი მაქვს და ვცდილობ სწავლასთან ერთად რაიმე ხელობას დავეუფლო, ასევე ვისწავლო გრაფიკული დიზაინი.

ჯერ კიდევ არ მაქვს სამუშაო გამოცდილება საჯარო და კერძო დაწესებულებებში.

ვიყავი ჯმფ-ის („ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი“) სტუდენტური კომისიის წევრი, ვარ მოხალისე ჯავახეთის კომიტეტში, ვაგროვებ მასალებს, თუ რა დღესასწაულებსა და რიტუალებს აღნიშნავენ ჯავახეთის სოფლებში.

სწავლის პერიოდში, განსაკუთრებით დასაწყისში, ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება  და ახალ გარემოსთან შეგუება ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, როცა გაქვს მიზნები და მისწრაფებები, დროთა განმავლობაში ყველაფერს ეგუები.

…მადლობას გიხდით  წაკითხვისთვის
ავტორი: ზარუჰი ავეტისიანი, 19 წლის
ახალქალაქი, სოფ. აბული:
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი