ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

საფრანგეთში, ელისეის სასახლეში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა სომხური დიასპორის წარმომადგენლებსა და საფრანგეთის საზოგადო მოღვაწეებს. ფაშინიანმა ასევე გვირგვინით შეამკო კომიტასის ძეგლი.

დღესვე ის საფრანგეთის “საწარმოს მოძრაობის” წევრებს შეხვდება.