საქართველოს ელჩი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

3 მაისს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა სომხეთის ეროვნულ კრებაში ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-სომხეთს  შორის არსებული ტრადიციული  კეთილმეზობლური ურთიერთობები.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, იგი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავებისთვის.

Leave a Reply