აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მზადაა სომხეთის ახალ მთავრობასთან ითანამშრომლოს

“სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი სომეხი ხალხის და მისი მთავრობის წევრების შიდა საკითხია,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

“ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი ამ საკითხს მშვიდობიანი გზით, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად გადაწყვეტენ. ჩვენ, როგორც მეგობრული ქვეყანა და სომხეთის პარტნიორი, ყოველთვის მივესალმებით კონსტრუქციულ დიალოგს პოლიტიკურ ჩიხიდან გამოსვლისთვის. მოვუწოდებთ ახალ მთავრობას, მშვიდობიანი გზით მიიღონ დაგაწყვეტილება სომხეთის და მისი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვიმუშაოთ ახალ მთავრობასთან, როდესაც საქმე ეხება ორივე მხარის ინტერესებს,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

Leave a Reply