სომხეთ-ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველ შეთანხმებას ხელი მოეწერა

სერჟ სარგსიანისა და დონალდ ტუსკის თანდასწრებით, ხელი მოეწერა შეთანხმებას სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

შეთანხმების თანახმად, მხარეები ვალდებულები არიან გააძლიერონ ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა და თანამშრომლობა საერთო ღირებულებებისა და მჭიდრო კავშირების საფუძველზე. შეთანხმების შედეგად, გაფართოვდა ქვეყნებს შორის მოქალაქეების მობილობა და კომუნიკაცია.

შეთანხმება ასევე ეხება ყარაბაღის კონფლიქტს.  ხელშეკრულებაში აღნიშნულია სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ მოლაპარაკებების ფარგლებში. რაც გამოიხატება გაეროს წესდების მიღებით და ეუთო-ს ჰელსინკის საბოლოო აქტში ჩამოყალიბებული მიზნებისა და პრინციპების საფუძველზე დასახული მიზნის მიღწევით, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი ვალდებულია მხარი დაუჭიროს ამ პროცესის მოგვარებას.

Leave a Reply