სომხეთის ძალოსანთ ნაკრები დისკვალიფიკაციის გამო ევროპის პირველობას გამოეთიშა

სომხეთის ძალოსნობის ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს 2018 წლის ევროპის პირველობაში. ამის შესახებ, სააგენტო armtimes.com-თან ინტერვიუში სომხეთის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფაშიკ ალავერდიანმა განაცხადა. ჩემპიონატი ჩატარდება 26 მარტიდან 1-ლი აპრილამდე, დხოლო მაგ დროს სომხეტის ფედერაციის დისკვალიფიკაცია ძალაშია.

სომხეთის ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან 2008 წელს ბრინჯაოს პრიზიორებმა ტიგრან მარტიროსიანმა და ჰრიფსიმე ხურშუდიანმა აკრძალული სტიმულატორები გამოიყენეს, ხოლო 2012 წელს, ასევე  ბრინჯაოს მედლის მფლობელებმა ხურშუდიანმა და ნორაირ ცარდანიანმა იგივე გაიმეორეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ დისკვალიფიკაცია ერთწლიანია, თუმცა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით ის 6 თვემდე შეიძლება შემცირდეს.

Leave a Reply