სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაშკენტში

დღეს, სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ტაშკენტში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება.

მთავრობის ვებგვერდის ცნობით, კარენ კარაპეტიანი ტაშკენტში დსთ-ს მთავრობის მეთაურთა რეგულარულ სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას.

სხდომის დღის წესრიგში შედის დსთ-ს ეკონომიკური და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ოცამდე საკითხი.

Leave a Reply