სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში

სომხეთის საგარეო საქმეთა სმაინისტრომ  წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მეზობლებთან ურთიერთობის პუნქტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის განმავლობაში , მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოების საკითხი ყურადღების ცენტრში იყო.

ანგარიშში წერია : “წლის განმავლობაში  სომხურ-ქართულმა კეთილმეზობლურმა ურთიერთობებმა  ბუნებრივი გზით განვითარება განიცადა.

აქტიური ხასიათი ჰქონდა ურთიერთვიზიტებს და მაღალი დონის კონტაქტს. 25-26 დეკემბერს შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. 2 ოქტომბერს სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის თანდასწრებით ბავრაში  სასაზღვრო ახალი გამშვები პუნქტი გაიხსნა.

ურთიერთ ვიზიტები  გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანს შორის.

აპრილსა და სექტემბრში შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები სომხეთში. ორი ქვეყნის საგრეო უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრები გამართეს ასევე თბილისში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფრგლებში, ნიუ-იორკში, გაეროს მთავარ ასამბლეას 72-ე სესიასა და ვენაში- ეუთოს საგარე საქმეთა მინისტრების საბჭოს 24-ე სხდომის ფარგლებშანი.

წლის განმავლობაში პერიოდული ხასიათი ჰქონდა ორი ქვეყნის სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელების ურთიერთვიზიტებს და შეხვედრებს.

საქართველოს ეწვია სომხეთის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების, საგანგებო სიტუაციების, იუსტიციის, ტრანსპორტის მინისტრები და  ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.  სომხეთს ეწვიეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრები.

შენარჩუნდა განვითარების დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, გაღრმავდა თანამშრომლობა ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.

25-26 ივნისს ერევანში შედგა სომხურ-ქართული ბიზნეს კონფერენცია.

სომხურ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგშია ასევე საქართველოს სომხური სათვისტომოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, სომხური კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარცუნების საკითხები”, -აღნიშნულია სამინისტროს 2017 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

Leave a Reply