სომხეთსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

“სომხეთში დემოკრატიული პროცესები შვედეთთან კავშირების გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს ქმნის,” – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ ერიქსონთან შეხვედრისას.

პრემიერ-მინისტრის აზრით, სომხეთს აქვს რეფორმების დიდი პროგრამა. მზად არის ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.

თავის მხვრივ, პიტერ ერიქსონმა აღნიშნა, რომ იგი სომხეთს პირველად სტუმრობს და მოხარულია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილოს.