სომხეთში ჰაერის ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაეცემა

სომხეთის მთელს ტერიტორიაზე 5 -9 დეკემბერს ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი.  6 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში,  ასევე 7 და 8 დეკემბრის ღამე მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში, მოსალოდნელია თოვლი.

მაღალმთიან რეგიონებში, მოსალოდნელია სველი თოვლი და გლუვი წვიმები, 7 დეკემბერს კი, სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლს ვარაუდობენ.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს მთის ზონებში ძლიერი ქარი იქნება, ცალკეულ რეგიონებში კი ქარიშხალი.

7-9 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაიწევს.

Leave a Reply