სომხეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,058 ადამიანს დაუდასტურდა, 7 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 58,624 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,039 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 46,713.