ერევანში სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები დააკავა

ერევნის საფრანგეთის მოედანზე, რომელიც დემონსტრანტებმა დილით გადაკეტეს, მოძრაობა აღდგენილია. ტერიტორიაზე ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.

ადგილზე სამართალდამცველები, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან. ერთსაათიანი გადაკეტვის შემდეგ საფრანგეთის მოედანი სამართალდამცველებმა გახსნეს და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადვოკატთა აქტივისტების ცხელი ხაზი გაფრთხილებას ავრცელებს, რომ ერევნის სხვადასხვა მონაკვეთებში პოლიციამ ახალგაზრდების დიდ რაოდენობა დააკავა. ისინი, ძირითადად, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პარკებთან იკრიბებოდნენ.

Leave a Reply