პოლიციამ ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა

სომხეთის პოლიციამ 18 აპრილს, ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა, – ამის შესახებ პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ედგარ ჯანოიანი აცხადებს.

„პოლიციის განყოფილებებში დღეს 66 მოქალაქე გადაიყვანეს“, – განაცხადა ჯანოიანმა.

აქციის ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიციას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

Leave a Reply