სომხურ-აზერბაიჯანული „დავა“ თბილისში „შავი სიის“ გამო

6-7 ივლისს თბილისში ჩატარებული ეუთოს სამხრეთკავკასიური მედიასაშუალებების 13-ე კონფერენციის დასკვნითმა ნაწილმა, სადაც  კონფერენციის შედგებით მისაღები დეკლარაციის პროექტი განიხილებოდა,  დაძაბულ გარემოში ჩაიარა.

კონფერენციის მონაწილეებიდან შემოთავაზებით წარდგა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ტიგრან ბალაიანი. მან  რამდენიმეჯერ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საჭიროა შეტანილი იქნას დიფერენციაცია, როდესაც ლაპარაკია ამ ქვეყნებში მასმედიის პრობლემებსა და გამოწვევებზე. ბალაიანმა  შესთავაზა დეკლარაციის პროექტის მესამე პუნქტში დაემატებინათ ფორმაცია „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ერთ-ერთში“ ან „ზოგ ქვეყნებში“, რამაც    აზერბაიჯანული  დელეგაციის   წარმომადგენლების დაპირისპირება გამოიწვია.

ეუთოს მასმედიის თავისუფლების საკითხების წარმომადგენელი, განხილვების წამყვანი დანია მიატოვიჩის უფროსმა მრჩეველმა ანდრეი რიხტერმა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის შემოთავაზებული შესწორება ვერ დაამატა, რადგან აზერბაიჯანის წარმომადგენლები წინააღმდეგნი იყვნენ. როგორც ცნობილია, ეუთო კონსენსუსით მოქმედი ორგანიზაციაა.

ვნებები უფრო გამწვავდა, როდესაც სომხეთის დელეგაციის წევრებიდან სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებთან კავშირების სამმართველოს უფროსის მრჩეველმა, ჰოვჰანნეს ნიკოგოსიანმა შესთავაზა, დეკლარაციის პროექტში დაემატებინათ პუნქტი, რომლითაც დაგმობილი იქნება ჟურნალისტური „შავი სიის“ მავნე პრაქტიკა.

სიტყვა, რა თქმა უნდა, ეხება ეზერბაიჯანს, რომელსაც აქვს „შავი სია“ და მასში ირიცხებიან ის ჟურნალისტები, პოლიტიკურ-სახელმწიფო და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები, რომლებიც ჩადიან მთიან ყარაბღში. „შავ სიაში“ აღმოჩენილთა ვიზიტი აზერბაიჯანში აკრძალულია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მდივანი სარჰათ აღაქიშიევი დაუპირისპირდა გამოთქმულ ბრალდებას და განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ვიზიტორები ხვდებიან ნახსენებ  სიაში, რადგან ისინი არღვევენ აზერბაიჯანის კანონმდებლობას.

დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელებული განხილვა და დავა დამთავრდა იმით, რომ სხდომის წამყვანი ეუთოს წარმომადგენლის უფროსმა მრჩეველმა პრესის თავისუფლების საკითხებში,  ანდრეი რიხტერმა არ შეიტანა დეკლარაციის პროექტში აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგელენთა ოპოზიციისა და კოსენსუსის პრინციპის გათვალისწინებით.

სომხური დელეგაციის წევრებმა ტიგრან ბალაიანმა და ჰოვჰანნეს ნიკოღოსიანმა, არსენ ბაბაიანმა (სომხეთის პარლამენტის საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებთან ირთიერთობის დეპარტამენტის უფროსი), აშოტ აჰარონიანი (პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მასმედიის დეპარტამენტის უფროსი), არწრუნ ჰოვჰანნისიანი (სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი), და არმან ანანიანმა (  სააგენტო არმენ-პრესის დირექტორი) პროტესტის ნიშნად საკონფერენციო დარბაზი დატოვეს.

სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და პრესის წარმომადგენლები, რომლებიც მმართველობასთან არ ასოცირდებიან, არ ჩაერიეს სომეხ და აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირთა დებატებში. როგორც  aniarc.am იუწყება,  აშკარა იყო, რომ „შავი სიის“ საკითხი ვერ   შევიდოდა ეუთოს მასმედიის კონფერენციის დეკლარაციის პროექტში, მინუმ ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, აზერბაიჯანი წინააღმდეგი იქნებოდა; მეორესმხრივ  „შავი სიის“ საკითხი პოლიტიკურია, რომლის გადაწყვეტაც უნდა მოხდეს მაღალ დონეზე და არა ჟურნალისტების ან საშუალო და დაბალი რანგის ოფიციალური პირების ჩართვით.

სხვა მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ „შავი სიის“ პრაქტიკა ხდება განხილვის საგანი, როგორც ეუთოს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა კონფერენციებზე.

კონფერენციადუნია მიატოვიჩის შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა, რომლის ტექსტიც  მისმა უფროსმა მრჩეველმა ანდრეი რიხტერმა წაიკითხა.

 

Leave a Reply