სოფელ ჩინარში ერთი ადგილობრივია დაჭრილი – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანი კვლავ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, მათ შორის, დასახლების მიმართულებით. ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, შუშან სტეფანიანი წერს.

„ჩვენ გაფრთხილებთ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს“, – აცხადებს სტეფანიანი.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, არწრუნ ჰოვჰანნისიანი იუწყება, რომ ტავუშის რეგიონის სოფელ ჩინარში ერთი ადგილობრივია დაჭრილი.