წარმოშობით სომეხ ბიზნესმენს არგენტინაში ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

არგენტინაში მოღვაწე წარმოშობით სომეხ ბიზნესმენს – ედუარდო ერნეკიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სააგენტო არმენპრესის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სომხეთის დამოუკიდენბობის 26 წლისადმი მიძღვნილ დაჯილდოების ცერემონიალის დროს განაცხადა.

ერენეკიანის ფლობს 49 აეროპორტს სხვადასხვა ქვეყანაში, მისი ყველაზე «Aeropuertos Argentina 2000». ბიზნესმენს ეკუთვნის ასევე «America TV» სატელევიზიო ქსელი, 4 რადიოსადგური და «El Cronista» ფინანსური ჟურნალი. ის ასევე სომხეთის მესამე ყველაზე მსხვილი ბანკის აქციების 95%-ის მფლობელია. ბიზნემსენი ერნეკიანი მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის დარგში.

ედუარდო ერნეკიანი არასდროს ყოფილა ქორწინებაში და მას მემკვიდრეები არ ჰყავს.

Leave a Reply