“ვარდატონისადმი” მიძღვნილი შემოქმედებითი კონკურსი

ააიპ “ქართველ სომეხთა კავშირი” ქალაქ თბილისის მერიასთან და საქართველოში სომხეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, პირველად აცხადებს “ვარდატონისადმი” მიძღვნილ, (რომელიც საიათ-ნოვას შემოქმედებას უკავშირდება), შემოქმედებით კონკურსს.

შემოქმედებითი კონკურსის პირობების თანახმად, შესაძლებელია წარდგენილი იქნას სახვითი ხელოვნების ნიმუში (ნახატი ნებისმიერი ტექნიკით, ან და ხელნაკეთი კოლაჟი).
ნამუშევარი აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საიათ-ნოვას ან/და მის შემოქმედებას.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

შერჩეული კონკურსანტებიდან გამოვლინდება 30 საუკეთესო ნამუშევარი და სამი საპრიზო ადგილი გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები, შერჩეული კონკურსანტების ნამუშევრები გამოიფინება “ვარდატონის” ფესტივალზე.

მონაწილეობის მიზნით, გადაუღეთ ფოტო თქვენს ნამუშევარს და განათავსეთ, აღნიშნული ღონისძიებაში.

ნამუშევრები მიიღება 2019 წლის 7 მაისამდე.