ვენაში საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ (ვიდეოამბავი)

ვენაში ეუთოს საგარეო საქმთა მინისტრების საბჭოს 24-ე სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს ვიცეპრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ფართო სპექტრის
საკითხებზე, აზრები გადაცვალეს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღებული შეთნხმებების განხორციელების პროცესის შესახებ.

შეხვდერაზე ასევე განიხილეს მაღალი დონის ურთიერთვიზიტების მოსამზადებელი სამუშაოები.

Leave a Reply