სომხეთში უამინდობის გამო გზებზე გადაადგილება შეზღუდულია

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 8 დეკემბერს 13:00 საათის მდგომარეობით სომხეთის ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში გზებზე გადაადგილება შეფერხებულია.

8 დეკემბერს უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 9-11 დეკემბერს სომხეთში უნალექო ამინდია ნავარაუდები. სოთქ-ქარავაჭარის გზატკეცილი დიდთოვლობის გამო დაკეტილია. შეფერხებულია მოძრაობა ვარდენიანცის უღელტეხილზეც. კოტაიქის, შირაკის, ლორისა და სიუნიქის რეგიონებშის გზები მოყინულია.

უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო, სამინისტრო მოუწოდებს ყველა მძღოლს მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადადგილდნენ.

Leave a Reply