აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 700-ზე მეტი სარჩელია შეტანილი

აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპრილის ომის მსხვერპლთა და დაშავებულთა უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით 700-ზე მეტი სარჩელია შეტანილი.

ამის შესახებ 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სომხეთის მთავრობის წარმომადგენელმა – გევორგ კოსტანიანმა განაცხადა.

სომხეთი ამ საქმეში მესამე მხარედ არის წარმოდგენილი და სააღსრულებო ფურცელს ევროპული სასამართლოს მხრიდან იღებს.

გევორგ კოსტანიანმა აღნინშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე განაცახდა, რომ მათ სომხეთის წინააღმდეგ  500-600 სარჩელი შეიტანეს.

„მათ უფრო მეტი სარჩელის წარდგენაც შეუძლიათ, მაგრამ ეს საკითხის მეორე მხარეა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარეომოება – სომხეთის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელთა მოპასუხე მხარე სომხეთია, მაგრამ ამავე დროს, აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი სარჩელების მიხედვით სომხეთი მესამე მხარედ ითვლება.

ორივე შემთხვევაში სომხეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან სააღსრულებო ფურცელს იღებს. ამ დროისთვის სომხეთმა აზერბაიჯანის მხრიდან წარდგენილ 500 საჩივარიდან 5 სააღსრულებო ფურცელი მიიღო, რაც იმას გულისხმობს, რომ რეალურად მხოლოდ 5 საქმეა აღძრული. სომხეთის მიერ წარდგენილი სჩივრებიდან  საქმე 23 შემთხვევაში აღიძრა.

Leave a Reply