28 იანვარს, სომხეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში სომხეთის საელჩოს ოფიციალური მიღება გაიმართა. მიღებაზე ესწრებოდა ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
„სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ვულოცავ 27 წლის იუბილეს.
ჩვენ, ამ წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, რაც გამოიხატება მრავალეროვნულ სწავლებებში სომხეთი შეიარაღებულ ძალების მონაწილეობით და გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – „ალიქ მედიასთან“ საუბარში განაცხადა მინისტრმა.
როგორც აცხადებს იზორია, სულ ახლახან ჰქონდა შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, რომელმაც კვლავ გამოხატა მზადყოფნა ამ თანამშრომლების მომავალშიც გაგრძელების.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ სულ ახლო მომავალში იგეგმება, ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში, ჩემი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, ასე რომ გვაქვს ძალიან კარგი, პოზიტიური დინამიკა, რაც გვაძლევს საფუძველს მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობის თავდაცვის სფეროში გაღრმავებისთვის“, – დასძინა იზორიამ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021