ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის უახლესი შეიარაღების მიწოდება ჩვენთვის მიუღებელია და სომხეთმა ისრაელში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის უკან მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
,,ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის თანამედროვე ტექნიკის მიწოდება ორ ქვეყანას შორის ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში ყოველთვის იყო. ჩვენ ეს საკითხი დიპლომატიური გზებით განვიხილეთ. ამ დღეებში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოუწოდებს, ისრაელის მხარე აგრძელებს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას. ისრაელის მუშაობის ამგვარი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უკან მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“,- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021