სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში წარმოშობით სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა

8 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში, წარმოშობით სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა.

შეხვედრის დროს ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  დალაპარაკება მუქარით არ უნდა მიმდინარეობდეს.

ბიზნესმენებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტექსტილის, ფეხსაცმლის წარმოების, მსუბუქი მრეწველობის, ალმასის ჭრის, საიუველირო, კვების მრეწველობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

“ზოგადად, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხედვა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ სომხეთი აგრარული ქვეყნიდან ტექნოლოგიურ ქვეყნად გადაიქცეს, რადგან ის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს”, – განაცხდა ფაშინიანმა.