ანჯეი კასპრჟიკი არცახისა და აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზს ეწვია

6 თებერვალს, არცახის რესპუბლიკის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეუთოს მისიამ არცახსა და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ ძალებს შორის მარტაკერტის რაიონის სოფელ სეისულანის ჩრდილოეთ-დასავლეთით მონიტორინგს განახორციელა.

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ არცახის რესპუბლიკის თავდაცვის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე მონიტორინგი ჩაატარეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის თანაშემწეებმა გენადი პეტრიკამ (მოლდოვა), ოგნენ იოვიჩიმ (ბოსნია და ჰერცოგოვინა), ასევე ოფისის თანამშრომელმა მარტინ შუსტერიმ (გერმანია).

მოწინააღმდეგე მხარეს მონიტორინგი  განახორციელა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგენელმა მთიანი ყარაბაღის საკითხებში ანჯეი კასპრჟიკიმ და მისმა თანაშემწემ მიხეილ ოლარუნიმ (მოლდოვა).

მონიტორინგი ჩატარდა განსაზღვრული გრაფიკით. არცახის მხრიდან მონიტორინგის მისიას ესწრებოდა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

Leave a Reply