აზერბაიჯანის საელჩოს და სოკარის წარმომადგენლები მარნეულში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გარდაბანის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი  რუსლან გაჯიევი,  აზერბაიჯანის საელჩოს და სოკარის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში წინასაარჩევნოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ Marneulifm იტყობინება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, შეხვედრებზე მიწვეულები არიან სოფლებში ე.წ. “ამბების გამავრცელებელი” მოსახლეობა. შეხვედრა იმართება აზერბაიჯანული სოკარის მიერ აშენებულ “ჩაის სახლში” და რესტორან “მურამში”.

ამ ეტაპზე შეკრების დეტალებზე კომენტარი არ გაკეთებულა.