საუკეთესო სტუდენტებს და მოსწავლეებს სომხეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციაში, 23 ოქტომბერს,  საუკეთესო სტუდენტებს და მოსწავლეებს  “საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სომხეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო” ჯილდო გადაეცათ. 25 სტუდენტს და 18 მოსწავლეს ჯილდოები და სერტიფიკატები ნიკოლ ფაშინინმა გადასცა.

“ეს სფერო უნდა გახდეს მეცნიერების ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი. ეს განპირობებულია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სამყაროსკენ სწრაფვის აუცილებლობით”, – განაცხადა ფაშინინმა.

დაჯილდოება მეთოთხმეტედ ტარდება და უკვე 489 სტუდენტი დაჯილდოვდა.