მთიანი ყარბაღი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაურთველობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა რეგიონული ვიზიტი მთინ ყარაბაღში ვიზიტით დაასრულეს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან შეხვედრის შემდეგ თანათავმჯდომარეებმა საერთო განცხადება გააკეთეს, რომელშიც მხარეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ კონფლიტის დაძაბვისგან და გააგრძელონ მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, წერს სააგენტო  Независимая Газета.

როგორც ბაქოში, ასევე ერევანში თავშეკავებულად შეაფასეს მედიატორების განცხადება. აზერბაიჯანულმა მხარემ, ისევ უკმაყოფილება გამოხატა, რომ მოლაპარაკებები არ იწვევს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მოქმედ ნაბიჯებს, ხოლო სომხური მხარის უკმაყოფილება ორშაბათს, ჟურნალისტებთან საუბარისას გაახმოვანა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ვაჰრამ ბაღდასარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფისგან მორიგი გაურკვეველი განცხადება მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამრღვევასთან დაკავშირებით.

შეხების ხაზზე ვითარება გარკვეული სტაბილურობის შემდეგ ისევ გამძაფრდა. სომხური მხარე აცხადებს აზერბაიჯანის მხირდან მასიურად ცეცხლის  შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ფაქტებზე. ვითარების გაუმჯობესებას ასევე ხელს უშლის მხარეების პოლიტიკური განცხადებები.

გვერდი აღნიშნავს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთად გამოხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პარტიული კრების დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ  სტრატეგიულ მიზნად აცხადებს ქვეყნის შემადგენლობაში “აზერბაიჯანული მიწების დაბრუნებას, რა ტერიტორიაზეც შეიქმნა სომხეთი”.  საპასუხოდ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმის არსს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მსოფლიოს რუკაზე მხოლოდ 100 წლის წინ გაჩნდა.

მოლაპარაკებების პროცესის შესახებ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა ასევე მთიანმა ყარაბაღმა.  სტეფანაკერტი უსამართლოდ მიიჩნევს იმ პირობას, რომ ქვეყანა (ყარაბაღი) მასში არ მონაწილოებს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას არცახის პრეზიდენტმა ბაკო საჰაკიანმა განაცხადა, რომ საჭიროა  მოლაპარაკებების სრულყოფილი ფორმატის აღდგენა და ყარაბაღის მონაწილეობა კონფლიქტის დარეგულირების ყველა ეტაპზე.

Leave a Reply