ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდი აღიარა

16 თებერვალს, ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდის შესახებ ორი რეზოლუცია მიიღო.

პირველი რეზოლუციის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა აცხადებს, რომ იგი აღიარებს სომეხთა გენოციდს და მეორე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჰოლანდიის მინისტრმა ან სახელმწიფო მდივანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სომხების გენოციდის მსხვერპლთა მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ამ წლის აპრილშია დაგეგმილი.

ორივე რეზოლუციის ავტორია წარმომადგენელთა პალატის “ქრისტიანული კავშირის” დეპუტატი ჯორჯ ფორდევიდი.ორივე დოკუმენტი დამტკიცდა ოთხი მმართველი კოალიციის ფრაქციის მიერ.

Leave a Reply