საპროტესტო მოძრაობა “ჩემი ნაბიჯი” დღეს საღამომდე შეჩერდა

სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ნაბიჯის” ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინინი 30 აპრილს, პრემიერ-მინისტრის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, შეხვედრებს გამართავს ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებთან.

“30 აპრილს, ეროვნულ ანსამბლეაში მნიშვნელოვან განხილვებს დავესწრები და მიზნად ვისახავ, რომ ამ განხილვების შედეგად დღის ბოლოს ხალხს განვუცხადო, რომ სომხეთის პრემიერის მათი კანდიდატის არჩევნები 1-ელ მაისს უზრუნველყოფილია. მათ ხალხის სახელით შევხვდები, როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, რათა ჩვენს მიერ დაყენებული დღის წესრიგი წარვუდგინო მათ,” – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა 29 აპრილს, 9 საათზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია ჩერდება 30 აპრილის საღამომდე. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებს გეგმავს პარტიების წევრებთან და არ უნდა, რომ ამ დროის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არეულობა იყოს.

Leave a Reply