ანტისამთავრობო დაუმორჩილებლობა ერევანში განახლდა

დილიდან ერევანში ანტისამთავრობო დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს, მარშზე გავიდნენ სტუდენტები და ექიმები, რომლებიც გაფიცვას აცხადებენ.

ნიკოლ ფაშინიანმა 25 აპრილს, მოსახლეობას მოუწოდა, რომ “სრულყოფილ გამარჯვებამდე,” სანამ მმართველი პარტია ხელისუფლებას არ დატოვებს, საპროტესტო აქციები გააგრძელონ.

პარტია “ნათელი სომხეთი” რესპუბლიკის მოედანზე იქნება და პან-ნაციონალური მოძრაობას შეუერთდება. ამაზე პარტიის ლიდერმა ედმონ მარუქიანმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განაცხადა.

ეროვნული ასამბლეის პარტია “წარუკიანის” მდივნმა ვაჰე ენფიაჯიანმა ფეისბუქის გვერდზე განაცხადა, რომ სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციას უერთდება და ამჟამად დედაქალაქის მთავარ მოედანზე იმყოფება.

Leave a Reply