Forbes: აზერბაიჯანის აგრესია ამერიკული დახმარებით არ უნდა წახალისდეს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განსხვავებულია პოსტ-საბჭოთა რეგიონში, რადგან ის რუსეთსა და დასავლეთს შორის შუამავლური ომი არაა, და ეს საინტერესოა აშშ-ის პოზიციის გათვალისწინებით დაპირისპირების საწყის ეტაპებზე. გავლენიანი გამოცემა Forbes ევრაზიული კვლევბისა და ანალიზის ინსტიტუტის წევრის მოვსეს ტერ-ოგანესიანის და საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის თანადამფუძნებლის სურენ სარგსიანის სტატიას აქვეყნებს.

კონფლიქტის დროს ომის ფრონტზე სომხეთის გამარჯვებების გამო თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გადაკეტა. ამ ბლოკადის გამო აშშ-ისკონგრესმა 1992 წელს მიიღო „თავისუფლების მხარდაჭე აქტის” 907-ე მუხლი მიიღო, რითაც აშშ-დან აზერბაიჯანში პირდაპირი დახმარება მანამდე აიკრძალა, სანამ ოფიციალური ბაქო ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდა სომხეთის ბლოკადის მოხსნისთვის და არ შეწყვეტდა ძალის გამოყენებას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.

მაშინ აზერბაიჯანი, ასე გახდა ერთადერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელიც აშშ-დან ჰუმანიტარულ დახმარებას გარკვეული პერიოდი არ იღებდა.

ეს პოლიტიკა უცვლელად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე გაგრძელდა. იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, უმცროსმა ბუშმა 907-ე რეზოლუციას გვედრი აუარა და ნება დართო აზერბაიჯანისთვის დახმარება გაეცათ.

ამის შემდეგ, ყოველ წელს 907-ე რეზოლუციას გვერდ უვლიან და 20 მილიონი დოლარის ოდენობის დახამრებას ამერიკა აზერბაიჯანს აწვდის.

ავტორები აღნიშნავნ, რომ 2016 წლის აპრილში შეხების ხაზზე ძალადობის ყველაზე დიდი ფაქტები გამოვლინდა. ამ თავდასხმების განხორციელებით აზერბაიჯანმა დაარღვია 907-ე რეზოლუციით გათვალისწინებული წინაპირობები. აზერბაიჯანმა დაარღვია რეზოლუციის მთავარი პრინციპი მთიან ყარაბაღში ცეცხლის არგამოყენების შესახებ.

რეგიონის მიმართ აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უგულებელყოფასთან ერთად, დროის საკითხია აზერბაიჯანის მხრიდან კიდევ ერთი ცდა ბრძოლის ველზე.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ჯარის მიერ  გაწვრთნილი აზერბაიჯანის ჯარის ოფიცრები სოფელ თალიშზე თავდასხმის დროს დაიღუპნენ. პოლკოვნიკი ვუგარ იუსიფოვი, რომელიც 3 აპრილს გამთენიისას ხელმძღვანელობდა სოფელზე თავდასხმას, 2007 წელს წვრთნები გაიარა არიზონას შტატში აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ცენტრში. ვიცე-პოლკოვნიკი მურად მირზაევი 2005-2006 წლებში ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში მდებარე უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტში გადიოდა სწავლებას, მან ასევე ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში დაამთავრა საზღვაო-სამხედრო ძალების ოფიცრების კურსები.

ეს დარღვევები უფრო თვალსაცემს ხდის საშინელ დანასაულებს (თავის მოკვეთა და სამი ხანდაზმული სამოქალაქო პირის მკვლელობისა და წამება) რომლებიც ამ ადამიანების ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ხალხის ხელის საქმეა.

„რადგან აზერბაიჯანი არ შევიდეს ფართო მასშტაბიან სამხედრო თავგადასავლებში, როგორც ეს მოხდა 2016 წლის აპრილში, აშშ-მ უნდა გადახედოს თავსის პოზიციები აშშ-ის კანონის დარღვევის უკვე მდიდარი აგრესორისთვის დახმარების ჩვენების საკითხში“,- წერენ ავტპორები.

Leave a Reply