თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აბუ-დაბიში

სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით ტონოიანი, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება.

როგორც “არმენპრესს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი 16-17 თებერვალს, აბუ-დაბიში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და იგი ასევე დაესწრება სამხედრო-სამრეწველო გამოფენას სახელწოდებით “IDEX-2019”.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება რიგი შეხვედრები.